გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი - ლელა
მეგრელიშვილი
საგანი - ქართული ენა
სწავლების
საფეხური / კლასი - საბაზო, VII
მოსწავლეთა
რაოდენობა -17
თემა - ზედსართავი
სახელის რაობა და სახეები, წარმოქმნილი ზედსართავი სახელების შინაარსობრივი ჯგუფები
მიზანი - მოსწავლეები
შეძლებენ ზედსართავი სახელების სახეების განსხვავებასა და კლასიფიცირებას, შინაარსობრივი ჯგუფების გაანალიზებას.
შექმნიან მცირე მოცულობის ტექსტს ზედსართავი სახელების გამოყენებით.
სასწავლო რესურსი - სახელმძღვანელო, ბარათები, ცხრილები. კომპიუტერი, პროექტორი.
შეფასება - განმსაზღვრელი
- მოსწავლის შეფასების რუბრიკა
განმავითარებელი
- მასწავლებლის კომენტარი და მოსწავლის თვითშეფასება.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა
იციან მეტყველების ნაწილები, კერძოდ არსებითი სახელი.
ეს გ მისაღწევი შედეგები-
ქართ.VII.1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა
და გადაცემისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
·
საუბრობს
ნათლად და გარკვევით. პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს.
·
განარჩევს
სიტყვის შინაარსობრივ მრავალფეროვნებას და სათანადოდ იყენებს მეტყველების დროს.
ქართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიაში მონაწილეობის
მიღება.
·
გამოდის
წყვილის, ჯგუფისა და კლასის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს მათ საერთო აზრს.
ქართ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი
წესების გამოყენება გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვა-ფორმების აგება.
გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს მ ს ვ ლ ე ლ ო ბ ა:
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
||
1
|
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს,
აცნობს მათ გაკვეთილის მიზანს, თემასა და შეფასების კრიტერიუმებს.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
დაფა
თვალსაჩინოება
|
1 წთ.
|
||
2
|
დღეს ჩვენ გავიხსენებთ ზედსართავ
სახელებს, მათ სახეებს. დავაკვირდებით წარმოქმნილი ზედსართავი სახელების შინაარსობრივ
ჯგუფებს. შევასრულებთ სახალისო დავალებებს და შევქმნით ტექსტს ზედსართავი სახელების
გამოყენებით, ვიმსჯელებთ, რა ფუნქცია აქვს მას ტექსტში.
თქვენი პასუხი შეფასდება იმის
მიხედვით, რამდენად კარგად იცით ზედსართავი სახელების სახეები, მართებულად ასრულებთ
თუ არა მოცემულ დავალებებს, ქმნით ტექსტს.
მასწავლებებლი მიუთითებს შეფასების
კრიტერიუმებზე, რომელიც ფლივჩარტზეა ჩამოწერილი და გამოკრულია თვალსაჩინო ადგილზე.
|
||||||
3
|
აქტივობა I-გონებრივი
იერიში
მიზანი - მოსწავლეთა მზაობის შემოწმება გაკვეთილისთვის.
წინარე
ცოდნის გააქტიურების ფაზაზე მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს შემდეგი შეკითხვებით:
1.როგორი მეტყველების ნაწილია ზედსართავი სახელი და რას გამოხატავს იგი? 2. რა კითხვები დაესმის მას? 3. რამდენგვარია ზედსართავი სახელები? 4. რომელია ვითარებითი ზედსართავი სახელი? 5. რომელია მიმართებითი ზედსართავი სახელი? 6. რომელი ხარისხის ფორმები
აქვს ზედსართავ სახელს? 7. რომელი
შინაარსობრივი ჯგუფები აქვს წარმოქმნილ ზედსართავ სახელებს?
|
კითხვა-პასუხის რეჟიმი
|
მთელი კლასი
|
დაფა
|
2წთ
|
||
4
|
აქტივობა I I- გამოწვევა მასწავლებელი
მოსწავლეებს მიმართავს, რომ დაახასიათონ ,,გაზაფხული“ და დაფაზე აკრავს ,,ასოციაციურ რუკას“, მოსწავლეების
მიერ გამოთქმულ აზრს წერს რუკაზე.
|
საერთო კლასი
|
დაფა
ასოციაციური რუკა
|
1 წთ
|
|||
5
|
აქტივობა I I I
- საშინაო დავალება- მიზანი - საშინაო დავალების ანალიზი, თხზულებაში გამოყენებულ
ზედსართავ სახელებზე დაკვირვება.
მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ თავისუფალი თემა შემდეგი
სათაურით: ,,გაზაფხული კარგი მხატვარია,
ფანქრები კარგად აქვს წათლილი“...
|
ესე
პრეზენტაცია
|
მთელი კლასი
|
6წთ
|
|||
6
|
აქტივობა IV - ,,შევფოთლოთ
ხე“ მასწავლებელი
დაფაზე აკრავს დიდ ფორმატზე დახატულ ხეს, ერთს აწერია ზედსართავი, მეორეს- არსებითი. წყვილებს ეძლევათ ფოთლების
ფორმის ფერად ბარათებზე დაწერილი სიტყვები. ამ ბარათებს განათავსებენ შესაბამის ხეზე.
|
წყვილები
|
ფერადი ბარათები
|
2წთ
|
|||
7
|
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის
კონსტრუირება
აქტივობა V -ტექსტის კითხვა. მიზანი -
ტექსტში გამოყენებული ზედსართავი სახელების დახარისხება. მოსწავლეები კითხულობენ
ტექსტს ჯერ ინდივიდუალურად, შემდეგ გამოტოვებულ ადგილებზე ჩასვამენ შესაბამისი ბრუნვის
ფორმით იმ სიტყვას, რომელ მტაცებელ ფრინველზეცაა საუბარი.
ავსებენ ცხრილს წყვილებში
და უზიარებენ ერთმანეთს შესრულებულ სამუშაოს.
|
ინდივიდუალური წყვილები
|
დაფა
ცხრილი N
1
|
5წთ
|
|||
ვითარებითი
/ძირეული/
|
მიმართებითი /წარმოქმნილი/
|
||||||
სავარჯიშო-ბ)
წარმოქმნილი ზედსართავი სახელების შინაარსობრივი
ჯგუფები.
მოსწავლეები დაფაზე გაკრულ
ცხრილს ავსებენ მოცემული ნიმუშის მიხედვით და გამოყოფენ სიტყვის ძირსა და მაწარმოებლებს.
|
მთელი კლასი
|
ცხრილი N2
|
3წთ
|
||||
ძირეული
|
ყოლა-ქონების
|
უქონლობის
|
ხელობის
|
||||
ქოთანი
|
ქოთნ-იან-ი
|
უ-ქოთნ-ო
|
მე-ქოთნ-ე
|
||||
ვენახი
|
|||||||
ჩოხა
|
|||||||
ჭურჭელი
|
|||||||
ყვავილი
|
|||||||
ქუდი
|
|||||||
აქტივობა VI- ტექსტის შედგენა ზედსართავი სახელების გამოყენებით.
მიზანი-შეძლონ
მოცემული სიტყვებით ტექსტის შედგენა ზედსართავი სახელები გამოყენებით.
მასწავლებელი
მოსწავლეებს ურიგებს თაბახის ფურცლებს. შემდეგი სიტყვებით:
I
წყვილი ბობოქარი, ზღვა, თეთრი,
თოლიები, დიდი, პატარა, გემი,
წყნარი, მშვიდი, სივრცე, გოგონა,
ნაწნავიანი, ფერადი, ნაღვლიანი,
ნიჟარა, ულამაზესი, მზის ბილიკები,
ზღვის ნაპირი, ქაფიანი, წყალი,ქვიშა.
II
წყვილი - ტყე, ამწვანებული
მდელო, ნიავი,
გრილი, ფერადი, საამო, ყვავილები,
ძლიერი, მუხა, უღრუბლო ცა,
ხმელი,
ტოტი, სიჩუმე, საზარელი,
ჩიტების
ჭიკჭიკი, ფრინველი, ბუდე,
მშიშარა, კურდღელი, ხავსიანი,
ბუდე, ფუღურო.
მასწავლებელი
აკითხებს მოსწავლეებს მათ ნამუშევრებს, საუბრობენ ტექსტში გამოყენებულ ზედსართავ
სახელებსა და მათ სახეებზე.
|
ესე
პრეზენტაცია
|
წყვილები
|
თაბახის ფურცლები
|
15 წთ
|
წინარე ცოდნის გამოყენება. მოსწავლეები შეადგენენ
ტექსტს მოცემული სიტყვების გამოყენებით.
|
|||
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია
აქტივობა VII -გაკვეთილის
განმტკიცება-შეჯამება.
მიზანი-როგორ
გაიგეს დღევანდელი გაკვეთილი, რა შეიძინეს ახალი?
მასწავლებელი
უბრუნდება გაკვეთილის მიზნებს -ხომ არ დარჩათ რაიმე შეუსრულებელი.
სვამს კითხვებს:
1.როგორ განვასხვავოთ ზედსართავი სახელების სახეები?
2.რა ფუნქცია აქვს ზედსართავ სახელებს ტექსტში?
რომელ მხატვრულ
ხერხად გამოიყენება იგი?
3.რა წევრია წინადადებაში ზედსართავი სახელი?
4.რომელი პრეფიქს-სუფიქსი აწარმოებს ოდენობითსა და
უფროობითს?
ეწარმოება
თუ არა ყველა ზედსართავს ორივე ფორმა?
5.რომელი აქტივობა მოგეწონათ? რატომ?
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
5წთ
|
შეძენილი ცოდნის გააქტიურება
მოსწავლეებს შეუძლიათ დასკვნების გამოტანა. მასწავლებელი ადარებს მიზნებს და გაკვეთილის მსვლელობას.
|
||||
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას.
დაწერონ თხზულება: წარმოადგინონ, რომ მათი ჩანთა ალაპარაკდა.
რას იტყოდა იგი გამოიყენონ ზედსართავი სახელები
|
მთელი კლასი
|
ბარათები
|
2წთ
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას
მიღებული ცოდნის
|
||||
მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ და განმსაზღვრელ
შეფასებას კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
თითოეულ
მოსწავლეს ურიგებს თვითშეფასების რუბრიკას.
თვითშეფასების რუბრიკა
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკა
|
3წთ
|
მასწავლებელი აფასებს გაკვეთილის მსვლელობას და მოსწავლეთა
ჩართულობას.
|
||||
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
|
||||||
ვიყავი ჩართული გაკვეთილში
|
||||||||
ვპასუხობდი კითხვებს ადეკვატურად
|
||||||||
გასაგები იყო გაკვეთილის მიზანი
|
||||||||
გაკვეთილზე გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობები
|
||||||||
მასწავლებელი ჩემი აზრის გამოხატვის საშუალებას მაძლევდა
|
||||||||
ჩემთვის რთული იყო
|
შ ე ფ ა ს ე
ბ ი ს რ უ ბ რ ი კ ა
N
|
კ რ ი ტ ე რ ი უ მ ე ბ ი
|
ასრულებს წარმატებულად
9-10 ქ
|
ასრულებს კარგად
7-8 ქ
|
საჭიროებს გაუმჯობესებას
5-6 ქ
|
1
|
ჩართულია გაკვეთილში
|
|||
2
|
პასუხობს კითხვებს დამაჯერებლად
|
|||
3
|
ასრულებს ყველა ტიპის დავალებებს
|
|||
4
|
გამოყოფს ძირეულ სიტყვებსა და მაწარმოებლებს
|
|||
5
|
ქმნის ტექსტს ზედსართავი სახელების გამოყენებით
|
|||
6
|
წერს შემოქმედებითად
|
თვითშეფასების რუბრიკა
|
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
|
ვიყავი ჩართული გაკვეთილში
|
|||
ვპასუხობდი კითხვებს ადეკვატურად
|
|||
გასაგები იყო გაკვეთილის მიზანი
|
|||
გაკვეთილზე გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობები
|
|||
მასწავლებელი ჩემი აზრის გამოხატვის საშუალებას მაძლევდა
|
|||
ჩემთვის რთული იყო
|
გ აკ ვ ე თ ი ლ ის ბ ო ლო ს
მ იღ წ ე უ ლი შ ე დ ე გ ე ბ ი:
·
მოსწავლეებმა
მოახდინეს ზედსართავი სახელების სახეების კლასიფიცირება.
·
ააგეს
ტექსტი მოცემული ზედსართავი სახელების გამოყენებით.
·
შეადგინეს
სქემები, ცხრილები, რომლებსაც გამოიყენებენ შემდეგი გაკვეთილის დროს.
·
ისწავლეს
ძირეული სიტყვებისა და მაწარმოებლების გამოყოფა.
·
გამოიტანეს
დასკვნები.
შეფასება-განმავითარებელი,
განმსაზღვრელი, თვითშეფასება,
შეფასების
კრიტერიუმები- მოსწავლეთა ჩართულობა, პრეზენტაცია.
მასწავლებელი
- ლელა მეგრელიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий